5 სახლი, რომელიც ბუნებრივ წარმონაქმნს ჰგავს

ალბათ, ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უოცნებია განმარტოებულიყო სადმე მშვიდ გარემოში და თავი დასვენებულად ეგრძნო. უამრავი ადგილი არსებობს, სადაც ამ დროს განმარტოებაა შესაძლებელი, თუმცა ზოგისთვის ეს ორიგინალურ იდეად იქცევა ხოლმე.

Forbes-მა სახლების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ბუნებრივადაა შენიღბული. გთავაზობთ 5 მათგანს:

1. ქვის სახლი პორტუგალიაში – ეს წარმოადგენს უზარმაზარ ქვის ნაგებობას, რომელიც ერთი შეხედვით მთაზე ქვის ხანიდან შემორჩენილი ნატეხია. სინამდვილეში კი ეს ჩვეულებრივი ქვის სახლია. ის 1974 წელს ერთ-ერთმა ოჯახმა იმისთვის ააშენა, რომ თავიანთთვის ყველასგან მოშორებით მშვიდად ეცხოვრათ. სახლის ამჟამინდელი მფლობელი აცხადებს, რომ ახლა უკვე იქ ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან მის სანახავად ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის, ამიტომ თავს მშვიდად ვერ იგრძნობ.

სახლში არის ხის კომფორტული ავეჯი, ბუხარი, ეზოში მშვენიერი აუზიცაა შესაფერისი ამინდისთვის. სახლში არ არის ელექტროენერგია, ამიტომ ღამით მისი განათება სანთლებით ხდება.

2. ხის სახლი ნიდერლანდებში – ეს პატარა საცხოვრებელი ერთი შეხედვით ზამთრისთვის დაგროვებულ შეშის გროვას მოგაგონებთ, ამიტომ რთულია მიხვდეთ, რომ ეს სახლია. სინამდვილეში სახლი გაკეთებულია ფოლადისა და პლასტმასისგან, ხის ეფექტი კი მათზე გადაკრული მსგავსი შეფერილობით პლასტიკისაა. სახლს აქვს პატარა ფანჯრები, საიდანაც მასში სინათლე შედის.

3. ფოთლების ყუთი კალიფორნიაში – ეს თანამედროვე კუბის ფორმის შენობა სინამდვილეში ხელოვნების სტუდიაა. შენობა დაფარულია ფოთლოვანი მცენარეებით და მხოლოდ მისი ფანჯრები ჩანს.

4. სახლი ბორცვი ატლანტის სანაპიროზე – ფლორიდაში ატლანტის სანაპიროზე მდებარე ეს სახლი ერთი შეხედვით მხოლოდ პატარა მწვანე ბორცვია და თუ ახლოს არ ნახავ შეუძლებელია მიხვდე, რომ ეს თითქმის მიწისქვეშ არსებული ორსართულიანი სახლია. მას აქვს ტერასები ხედით სანაპიროზე. ამჟამად სახლი ერთ მილიონ დოლარად იყიდება.

 

5. დრაკონის კლდე ნიუ-იორკში – შენობა 1960-იან წლებში დიზაინერმა რასელ რაითმა დააპროექტა. სახლი წარმოადგენს ტყეში ჩადგმულ შენობას, რომელიც ერთი შეხედვით პატარა გუბე გეგონებათ. სახლი თავზე მინდორია გაშენებული, ირგვლივ კი ქვები და კლდის ნამსხვრევები ყრია.

დატოვე კომენტარი