ქვეყნები

                                              საქართველო

საქართველო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნითავისუფლება
ჰიმნის მოსმენა
დევიზი: ძალა ერთობაშია
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი თბილისი
41°43′N 44°47′E
უდიდესი ქალაქი თბილისი
ოფიც. ენები ქართული1
მთავრობა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
  -პრ.-მინისტრი ნიკა გილაური
ფართობი
– საერთო
69,700 კმ²(121-ე)
მოსახლეობა
– 2008 სავ.
– სიმჭიდროვე
4,630,8412 (119-ე)
66 კაცი/კმ² (132-ე)
მშპ (ppp)
– საერთო- ერთ მოსახლეზე
2009მიახლ.
$ 21,4 მლრდ (109-ე)$ 5000
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.778 (საშუალო) (89-ე)
ვალუტა ლარი³ (GEL)
დროის სარტყელი UTC+4
ქვეყნის კოდი GEO
ccTLD .ge
სატელეფონო კოდი +995
1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევეაფხაზური ენა.
²მოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.
³აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშიარუსული რუბლი.

საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაშიკავკასიაშიშავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდანრუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმაქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტორესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროსევროპის საბჭოს,სუამისმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

სექციების სია

[დამალვა]

სახელწოდება

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 19181921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 19901995წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა“-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.

გეოგრაფია

საქართველოს ფიზიკური რუკა

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : საქართველოს გეოგრაფია.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოასვლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა -აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი – ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით -ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაისმეშვეობით კი – აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41o071 და 43o351 და ა.გ. 40o041 და 46o441-ს შორის მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანისსანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი – ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების – კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) შედარებით.

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო “ჩიხში” იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

  • ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.
  • ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16 %, საძოვრები — 25 %, ტყეები — 34 %. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.

საქართველოს საზღვრები

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთა აგეფსთასთანიღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფისმიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.

ფლორა და ფაუნა

ცხვრის ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 – გვიმრისებურს, 600 – ხავსებს, 650 – მღიერებს, 5000 – სოკოვნებსა და 2000 -წყალმცენარეებს.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

სახელმწიფო

საქართველოს გზები

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

  • დედაქალაქითბილისი.
  • სახელმწიფო ენაქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აგრეთვე აფხაზური.
  • ეროვნული დღესასწაული26 მაისი (1918), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე (1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა იმპერიის 70-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმავე წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი).
  • ძირითადი პოლიტიკური პარტიები (ანბანურ რიგზე):
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი;
საქართველოს კონსერვატიული პარტია — თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
საქართველოს ლეიბორისტული პარტია — თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის — თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა „ახალი მემარჯვენეები“ — თავმჯდომარე დავით გამყრელიძე;
პოლიტიკური მოძრაობა „ეროვნული ფორუმი“ — თავმჯდომარე კახაბერ შარტავა;
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება“ — თავმჯდომარე კონსტანტინე ზ. გამსახურდია;
პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ — თავმჯდომარე გოგი თოფაძე;
პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს გზა“ — თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი;
პოლიტიკური მოძრაობა იმედი — თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია;
საქართველოს რესპუბლიკური პარტია — თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი;
ქრისტიან–დეოკრატიული მოძრაობა — თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე;
ხალხის პარტია — თავმჯდომარე კობა დავითაშვილი;
საქართველოს მწვანეთა პარტია — თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;

ტერიტორიული მოწყობა

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საქართველოში 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი და 5 თვითმმართველი ქალაქი, მათ შორისდედაქალაქი თბილისია. კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

თითოეული მუნიციპალიტეტი ერთიანი თვითმმართველი ერთეულია, ერთგვაროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებითა და გამოკვეთილი ბუნებრივი საზღვრებით. მნიშვნელოვანი ელემენტია ასევე მოსახლეობის ეთნოკულტურული სიახლოვე და ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ფუნქცია.

საქართველოს რეგიონები
რეგიონი დედაქალაქი
1 აფხაზეთი სოხუმი
2 სამეგრელოს და ზემო სვანეთის ზუგდიდი
3 გურია ოზურგეთი
4 აჭარა ბათუმი
5 რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო სვანეთი
ამბროლაური
6 იმერეთი ქუთაისი
7 სამცხე-ჯავახეთი ახალციხე
8 შიდა ქართლი გორი
9 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა
10 ქვემო ქართლი რუსთავი
11 კახეთი თელავი
12 თბილისი თბილისი

დემოგრაფია

ცნობილი ქართველები

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : საქართველოს დემოგრაფია.

მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. XX საუკუნეში საქართველოში 6 ასეთი აღწერა ჩატარდა (პირველი – 1926 წელ, უკანასკნელი 1989 წელს). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი აღწერა 2002 წლის იანვარს ჩატარდა.

1989 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5,443,000 კაცი იყო, 2002 წლისათვის კი 4,601,500. როგორც ჩანს, 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარმა რთულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის გასვლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთან მკვეთრად იკლო შობადომამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა საქართველოში 1989 წელს 3,787,000 კაცს უდრიდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 70,1%-ს შეადგენდა. 2002 წელს კი ქართევლების რაოდენობა 3,661,000 უდრიდა, ანუ მთელი მოსახლეობის 83,8% იყო. ქართველების რაოდენობა 1989 წლიდან 2002 წლამდე მხოლოდ 4%-ით შემცირდა ანუ საქართველოს მოსახლეობის კლება ძირითადად სხვა ეროვნებების ხარჯზე მოხდა. 2002 წლის შემდეგ მგომარეობა შედარებით გამოსწორდა და მოსახლეობის მატება დაიწყო. 2006 წლის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობა დაახლ. 4.661.473-ს შეადგენს. მოსახლეობის ზრდის ტემპი შეადგენს 0,74%-ს.

ქალაქების მოსახლეობა
თბილისი
თბილისი
ქუთაისი
ქუთაისი
ბათუმი
ბათუმი
ქალაქი მხარე მოსახლეობა ქალაქი მხარე მოსახლეობა

ზუგდიდი
ზუგდიდი
გორი
გორი

1 თბილისი თბილისი 1,270,800 10 ხაშური შიდა ქართლი 28.560
2 ქუთაისი იმერეთი 186,300 11 სენაკი სამეგრელო-ზემო სვანეთი 28,082
3 ბათუმი აჭარა 121,806 12 ზესტაფონი იმერეთი 24.200
4 რუსთავი ქვემო ქართლი 122,384 13 თელავი კახეთი 21.800
5 ზუგდიდი სამეგრელო-ზემო სვანეთი 75,550 14 მარნეული ქვემო ქართლი 20.100
6 გორი შიდა ქართლი 49,500 15 ჭიათურა იმერეთი 20.000
7 ფოთი სამეგრელო-ზემო სვანეთი 47,150 16 ოზურგეთი გურია 18.700
8 სოხუმი აფხაზეთი 43,700 17 ქობულეთი აჭარა 18.450
9 სამტრედია იმერეთი 29,700 18 ახალციხე სამცხე-ჯავახეთი 18.500

კულტურა

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : საქართველოს კულტურა.
  • არქიტექტურა: ქალაქი-მუზეუმი მცხეთა, გელათის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის ისტორიული ცენტრი, უფლისციხის და ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, დავით გარეჯის და შიო მღვიმის კომპლექსები; ბაგრატის ტაძარი; ზემო სვანეთი;
  • ლიტერატურა: ქართული ეპოსი — ვეფხისტყაოსანი (შოთა რუსთაველი, XIII ს.).
  • თეატრი: ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (თბილისი, 1851), რუსთაველის სახ. დრამატული (თბილისი, 1821), მარჯანიშვილის სახ. დრამატული (თბილისი, 1928).
  • კულტურის თავისებურებები: პოლიფონიური სიმღერა, ორიგინალური დამწერლობა.

არქიტექტურა

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა გქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი – კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები – მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხამინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი გქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი – ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი – ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ანღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი – გუდის ყველი.

დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიოხაჭაპურიხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

განათლება

შოთა რუსთაველი

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა
ვალუტა ლარი (GEL)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO და სუამი
სტატისტიკა
მშპ რანგი 126-ე (2005) [1]
მშპ (მუპ) $18.16 მილიარდი (2006)
მშპ ზრდა 9.4% (2006)
მშპ/სულზე $3,900 (2006)
მშპ სექტორით სოფ.-მეურნეობა (17.2%), მრეწველობა (27.5%), მომსახურება (55.3%) (2005 დაახ.)
ინფლაცია 10% (2006)
მოსახლეობასიღარიბის ზღვარს ქვემოთ 54% (2001)
სამუშაო ძალა 2.04 მილიონი (2004)
სამუშაო ძალა პროფესიით სოფ.მეურნეობა (40%), მრეწველობა (20%), მომსახურება (40%) (1999 დაახ.)
უმუშევრობა 12.6% (2004 დაახ.)
მთავარი მრეწველობა ფოლადიავიაცია,მანქანათხელსაწყოები,ელექტროხელსაწყოები,მაღაროები (მანგანუმი დასპილენძი), ქიმიურიხე-ტყე,ღვინო
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $1.5 მილიარდი (2008)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 17.6%, აზერბაიჯანი13.7%, უკრაინა 9.0%, კანადა8.8%, სომხეთი 8.3%,ბულგარეთი 7.2%, აშშ 6.8% (2005)
იმპორტი $6.0 მილიარდი (2008)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 15.3%, უკრაინა10.9%, აზერბაიჯანი 10.0%,გერმანია 7.2%, რუსეთი 7.0%,ჩინეთი 4.9% (2005)
საჯარო ფინანსები
სახელმწიფო ვალი $1.76 მილიარდი (2006 დაახ.)
შემოსავლები $1.43 მილიარდი (2005 დაახ.)
გასავლები $1.56 მილიარდი (2005 დაახ.)
ეკონომიკური დახმარება ODA $150 მლნ (2000 დაახ.)
რედ.
Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : საქართველოს ეკონომიკა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

დამატებითი ინფორმაცია: ქართული კომპანიები და ორგანიზაციები

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები [რედაქტირება]

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძესაადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

დაზღვევის სისტემა:

სახელმწიფო ინსტიტუტები:

შეიარაღებული ძალები

2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი,(ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით-სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.

ისტორია

უახლესი ისტორია

Unbalanced scales.svg ყურადღება: ეს სტატია/სექცია შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს.
გთხოვთ იხილოთ დისკუსია განხილვის გვერდზე.
გთხოვთ ნუ ამოიღებთ ამ შეტყობინებას კამათის გადაჭრამდე.

დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს ისტორია
საქართველოს გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა


უძველესი ისტორია
დიაოხის სამეფო
კოლხეთის სამეფო
იბერიის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ძველი და ახალი ისტორიები
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზეთის სამეფო
ჰერეთის სამეფო
ქართლის სამეფო
კახეთის სამეფო
იმერეთის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო
სამცხე-საათაბაგო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
უახლესი ისტორია
საქართველოს დრ
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
საქართველო

საქართველოს პორტალი
 •  • 

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939—1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

სამხედრო გადატრიალება [რედაქტირება]

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარსპრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო“-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (19891993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

ვარდების რევოლუცია – შევარდნაძის გადადგომა [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ვარდების რევოლუცია.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.

საპროტესტო მოძრაობა

2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.

2007 წლის 25 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სკანდალური განცხადებები გააკეთა.მან განაცხადა იმის შესახებ, თუ რა დანაშაულები ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა მისი მინისტრობის დროს,რასაც მოჰყვა ოქრუაშვილის დაპატიმრება-2007 წლის 27 სექტემბერს ოქრუაშვილი მის მიერ შექმნილი პარტიის – ”ერთიანი საქართველოსთვის” ოფისში დააკავეს. ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი.ამის შემდეგ აგორდა ოპოზიციური წინააღმდეგობის ტალღა,ოპოზიციის გაერთიანება ლოზუნგით_საქართველო პრეზიდენტის გარეშე.2 ნოემბერს გრანდიოზული მიტინგი გაიმართა პარლამენტის შენობის წინ,მაგრამ 7 ნოემბერსხელისუფლებამ მიტინგი ძალის გამოყენებით დაარბია,შემდეგ შეიჭრა ტელეკომპანია იმედში და დახურა ეს არხი.8 ნოემბერსსააკაშვილი გადადგა და დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები.2008 წლის 5 იანვარს გამართულ არჩევნებში ხმათა 52%-ით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა,ხოლო ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში 59 %-ით გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველო-რუსეთის ომი

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : რუსეთ-საქართველოს ომი (2008).

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა,მოტივით სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა.ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა,ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა.

ლიტერატურა

  • საქართველოს გეოგრაფია – ფიზიკური გეოგრაფია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, წიგნი I; ნ. ბერუჩაშვილი, ნ. ელიზბარაშვილი; “საქართველოს მაცნე”, თბილისი – 2003
  • საქართველოს გეოგრაფია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო; გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე, მ. ბლიაძე, ზ. სეფერთელაძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი; მეორე გამოცემა, 2009

იხილეთ აგრეთვე

ქართული რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

Wiktionary
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა:

დროშა: რუსეთი რუსეთი
შავი ზღვა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
   დროშა: საქართველო საქართველო    
დროშა: თურქეთი თურქეთი დროშა: სომხეთი სომხეთი
[ჩვენება]

 •  • 

სუამის ქვეყნები

[ჩვენება]

 •  • 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ბისეკი)

[ჩვენება]

 •  • 

ევროპის ქვეყნები

[ჩვენება]

 •  • 

აზიის ქვეყნები

[ჩვენება]

 •  • 

კავკასიის ქვეყნები და რეგიონები

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                               იტალია

Repubblica Italiana
იტალიის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: იტალიელთა სიმღერა (La Canzone degli Italiani)

ხმის მოსმენა
Inno di Mameli instrumental.ogg
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი რომი
230) 41°54′N 12°29′E
უდიდესი ქალაქი რომი
ოფიც. ენები იტალიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო
  -პრ.-მინისტრი მარიო მონტი
ფართობი
– საერთო- წყალი (%)
301 230 კმ²(71-ე)2,4%
მოსახლეობა
– 2009 სავ.
– 2001 ცენზი
– სიმჭიდროვე
60 231 214 (23-ე)
57 110 144
196,2 ად./კმ² (54-ე)
მშპ (ppp)
– საერთო- ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$1,888 ტრილიონი (მე-8)$32 319 (მე-20)
აგი (2005) Green Arrow Up Darker.svg 0.941 (მაღალი) (მე-20)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ITA
ccTLD .it
სატელეფონო კოდი +39

იტალია (იტალ. Italia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica italiana[1]) — უნიტარული,საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი,შვეიცარიაავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულსხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ’იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლისკლიმატით. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.

იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენგერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[2]

პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფოორი სიცილიის სამეფომილანის საგრაფო), მაგრამ 1861წელს გაერთიანდა.[3] გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც “Il Risorgimento”. გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიასერიტრეასსომალისეთიოპიასალბანეთსდოდეკანესის კუნძულებსა დატიანძინის კონსესიას ჩინეთში.[4]

თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა[5] და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.[6] იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.[7][8]წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის,დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,[9] და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.[10] ის ასევე არისეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისევროპის საბჭოს,დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.

იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს.[11][12] იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.[13]

სექციების სია

[დამალვა]

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად — Italia, Repubblica Italiana.
  • ეტიმოლოგია — სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმადაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის რესპუბლიკა. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს „ხბოთა ღვთაების“ სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).
  • ქვეყნის კოდი — IT.

გეოგრაფია

იტალიის რესპუბლიკა

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : იტალიის გეოგრაფია.

ქვეყანა დასავლეთ ევროპაშიაპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთიშვეიცარიაავსტრია,სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობსზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდილოეთით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა დანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებული აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ — იტალიის უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინის მთები (მთა კორნო-გრანდე, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლივულკანო. შუა და სამხრეთ იტალიაში ხშირია მიწისძვრა(მესინის — 1908სიცილიის — 1968).

სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირილიგნიტინავთობიბუნებრივი აირიტყვიისთუთიისა, და რკინისმადანიბოქსიტიპირიტივერცხლისწყლის მადანიგოგირდიმარმარილო.

ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიურიპადანის ვაკეზე — სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი და მშრალია. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯებრენტაპიავეტალიამენტორენო და სხვ. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდაკომოლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენაბრაჩანო და სხვ.

ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-დან 1800 მ-მდე — წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა — ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვიველური კატაკვერნაქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში — მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელიციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.

სახელმწიფო

პრეზიდენტის რეზიდენცია

ადმინისტრაციული დაყოფა

იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულიააბრუცი,ბაზილიკატაემილია-რომანიავენეტოკალაბრიაკამპანიალაციოლიგურიალომბარდიამარკემოლიზეპიემონტიტოსკანა,უმბრიავალე-დ-აოსტასარდინიასიცილიატრენტინო-ალტო-ადიჯეფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფა. 2010 წლის მონაცემებით ქვეყანაში სულ 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივემუნიციპალიტეტი. იტალიაში 8 101 კომუნაა.

დემოგრაფია

იტალია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 200 კაცას 1 კმ² – ზე. დაახლოებით 60 % ქალაქში ცხოვრობს, რომელთა შორისაც უდიდესებია რომიმილანინეაპოლიტურინი.

ეკონომიკა

იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.

იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი „დარგი“ მაფია აღმოჩდა, რომლის წლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი 70 მლრდ. ამ მონაცემებს შეიცავს დანაშაულებების შესახებ მოხსენება, რომელიც საცალო ვაჭრობის ეროვნულმა კონფედერაციამ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის კომერციული შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაზე მოქმედებს, 92 მლრდ ევროს აჭარბებს. ეს მთლიანი ეროვნული პროდუქტის 6%-ს შეადგენს, აღნიშნავს.

ისტორია

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : იტალიის ისტორია.

1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

მემკვიდრეობა

პიზის კოშკი

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სამთავრობო

სქოლიო

  1.  Ethnologue report. Ethnologue.com. წაკითხვის თარიღი: 30 October 2010.
  2.  European Rennaisance and Reformation“. წაკითხვის თარიღი: 20 December 2009. . თარგი:Verify credibility
  3.  Unification of Italy. Library.thinkquest.org (4 April 2003). წაკითხვის თარიღი: 19 November 2009.
  4.  The Italian Colonial Empire. All Empires. წაკითხვის თარიღი: 30 October 2010.
  5.  Human Development Report 2010. The United Nations. Retrieved 5 October 2009.
  6.  The Economist Intelligence Unit’s quality-of-life index, Economist, 2005
  7.  Report for Selected Countries and Subjects. Imf.org (14 September 2006). წაკითხვის თარიღი: 2 August 2010.
  8.  DDP Quick Query. Ddp-ext.worldbank.org (20 July 2004). წაკითხვის თარიღი: 2 August 2010.
  9.  Report for Selected Countries and Subjects. Imf.org (14 September 2006). წაკითხვის თარიღი: 2 August 2010.
  10.  CIA World Factbook, Budget. Cia.gov. წაკითხვის თარიღი: 26 January 2011.
  11.  M. De Leonardis, Il Mediterraneo nella politica estera italiana del secondo dopoguerra, Bologna, Il Mulino, 2003, გვ. 17
  12.  (1998-11-24) The Middle East and Europe. Google Books. წაკითხვის თარიღი: 2011-05-30. 
  13.  KOF – Pressemitteilung (PDF). წაკითხვის თარიღი: 27 October 2009.


[ჩვენება]

 •  • 

დიდი რვიანი

[ჩვენება]

 •  • 

ევროპის ქვეყნები

[ჩვენება]

 •  • 

ევროპის დროშა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                             გაერთიანებული სამეფო

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი:

ხმის მოსმენა
United States Navy Band - God Save the Queen.ogg

„God Save the Queen“

დევიზი: „Dieu et mon droit“
„ღმერთი და ჩემი უფლება“
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ლონდონი
51°30′N 0°7′W
უდიდესი ქალაქი ლონდონი
ოფიც. ენები ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო მმართველობაკონსტიტუციური მონარქია
  -მონარქი ელისაბედ II
  -პრ.-მინისტრი დევიდ კამერონი
ფართობი
– საერთო- წყალი (%)
244,820 კმ²(79-ე)1.34%
მოსახლეობა
– 2009 სავ.
– 2001 ცენზი
– სიმჭიდროვე
61,113,205 (22-ე)
58,789,194
246 ად/კმ² (48-ე)
მშპ (ppp)
– საერთო- ერთ მოსახლეზე
2009მიახლ.
$2.228 ტრილიონი (მე-7)$36,357 (მე-18)
აგი (2005) Green Arrow Up Darker.svg 0.946 (მაღალი) (მე-16)
ვალუტა ფუნტი სტერლინგი (GBP)
დროის სარტყელი WET (UTC +0სთ.)
  -ზაფხულის დრო WET (UTC +1სთ.)
ქვეყნის კოდი GBR
ccTLD .uk¹
სატელეფონო კოდი +44
¹ ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაშიბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს -ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანითჩრდილოეთის ზღვითლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.

სექციების სია

[დამალვა]

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად – UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
  • ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდისსახელის მიხედვით.
  • ქვეყნის კოდი — GB.

გეოგრაფია და ბუნება

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაშიბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს – ირლანდიაXX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანიაევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესირსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.

გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგანლა-მანშის სრუტით.

სახელმწიფო წყობა

ვესტმინსტერის სასახლეგაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობა

ადმინისტრაციული დაყოფა

გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულები

გაერთიანებული სამეფო არის ინგლისისშოტლანდიისუელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსიჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.

დემოგრაფია

61,1 მილიონიანი მოსახლეობით (2009 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიანინგლისელები (81,5%), შოტლანდიელები (9,6%), ირლანდიელები (2,4%), უელსელები (1,9%) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8%). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩამოვიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.

ეკონომიკა

ლონდონი არის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრინიუ-იორკსა და ჰონგ კონგთან ერთად.

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმისსაბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[1]

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[2] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა დათვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.

ტურიზმი

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი სმფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულია რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონისტრატფორდი მდ, ეივონზე,უინძიროედინბურგი და ა.შ.

ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდანსაფრანგეთიდანირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.

ისტორია

შოტლანდიის პარლამენტის შენობა

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ინგლისის ისტორია.

XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ,1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებს და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომისშემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.

მემკვიდრეობა

ბაკინგემის სასახლე გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოფიციალური რეზიდენცია

ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელიდილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, „ბითლზისა“ და „როლინგ სტოუნზის“პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირშესანიშნაობანი:

სქოლიო

  1.  საერთაშორისო სავალუტო ფონდი
  2.  დროის ერთეულში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა

რესურსები ინტერნეტში

[ჩვენება]

 •  • 

გაერთიანებული სამეფო

[ჩვენება]

 •  • 

დიდი რვიანი

[ჩვენება]

 •  • 

ევროპის ქვეყნები

[ჩვენება]

 •  • 

ევროპის დროშა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები

[ჩვენება]

 •  • 

მონარქიები

[ჩვენება]

 •  • 

ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                               გერმანია

Bundesrepublik Deutschland
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Das Lied der Deutschen
დევიზი: ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება (Einigkeit und Recht und Freiheit)
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ბერლინი
52°31′N 13°24′E
უდიდესი ქალაქი ბერლინიმიუნხენი,ჰამბურგი
ოფიც. ენები გერმანული ენა
მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკასაპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი კრისტიან ვულფი
  -კანცლერი ანგელა მერკელი
ფართობი
– საერთო
357,021 კმ²(63-ე)
მოსახლეობა
– 2010 სავ.
– სიმჭიდროვე
81,799,600 (მე-15)
229 კაცი/კმ² (55-ე)
მშპ (ppp)
– საერთო- ერთ მოსახლეზე
2011მიახლ.
$3.089 ტრილიონი[1] (მე-5)$37,935[1] (მე-18)
აგი (2011) Green Arrow Up Darker.svg 0.905[2] (ძალიან მაღალი) (9-ე)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი DEU
ccTLD .de
სატელეფონო კოდი +49

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაშიჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვადანია და ბალტიის ზღვააღმოსავლეთით —პოლონეთი და ჩეხეთისამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთიბელგია,ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.

სექციების სია

[დამალვა]

სახელწოდება

  • ოფიციალურიქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
  • ეტიმოლოგია — ლათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე — Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
  • ქვეყნის კოდი — DE.

გეოგრაფია

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : გერმანიის გეოგრაფია.

ფიზიკური რუკა

გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.

რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიურიპრობლემებია.

მოსაზღვრე ქვეყნებია: დანიაპოლონეთიჩეხეთიავსტრიაშვეიცარია,საფრანგეთილუქსემბურგიბელგიანიდერლანდი.

  • ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3 767 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
  • ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

კლიმატი

გერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტიკის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე(-6 °C) . რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.

ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.

ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.

შიდა წყლები

მდინარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანელებისთვის. ისინი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის აქტიურად გამოიყენება. გერმანიის ძირითადი მდინარეებია: რაინიელბამაინიდუნაი. მდინარეების უმეტესობა სანაოსნოა. სატრანსპორტო შესაძლებლობები მდინარეებზე გაიზარდა არხების მშენებლობის ხარჯზე. ყველა დიდი მდინარე მოედინება სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით, რომლებიც შიდა რაიონებს ზღვასთან აკავშირებენ. გამონაკლისია დუნაი, ის სათავეს იღებს შვარცვალდის მასივში, მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი და რაინი განსაკუთრებით წყალუხვია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც დნება თოვლი და მყინვარები. წყალგამყოფები მდინარეებს შორის მაღალი არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მდინარეები არხების საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

სახელმწიფო

სასახლე ბელვიუ – პრეზიდენტის რეზიდენცია

გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალააქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალულურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.

ადმინისტრაციული დაყოფა

გერმანია

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):

დემოგრაფია

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : გერმანიის დემოგრაფია.

მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი – ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89% ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.

ეკონომიკა

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : გერმანიის ეკონომიკა.

ფრანკფურტი – გერმანიის ფინანსური ცენტრი

ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არამარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.

გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.

ტურიზმი

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : გერმანიის ტურიზმი.

მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.

ისტორია

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : გერმანიის ისტორია.

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.

მემკვიდრეობა

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. ↑ 1.0 1.1 World Economic Outlook Database. International Monetary Fund (September 2011). წაკითხვის თარიღი: 17-November-2011.
  2.  Human development index. United Nations Development Programme (2011). წაკითხვის თარიღი: 5 November 2011.


[ჩვენება]

 •  • 

დიდი რვიანი

[ჩვენება]

 •  • 

გერმანიის დროშა გერმანიის მხარეები

[ჩვენება]

 •  • 

ევროპის ქვეყნები

[ჩვენება]

 •  • 

ევროპის დროშა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: